top of page

ბუჟენინა პომიდვრის ჩირით


და ისევ, ბუჟენინა - სადღესასწაულო სუფრის ფავორიტი.

ამ ჯერად, პომიდვრის ჩირით ვამზადებთ. ძალიან გემირელი და არომატული გამოდის.

დაგვჭირდება:

2კგ ღორის რბილი ნაჭერი

100 გ პომიდვრის ჩირი

1 წითელი ბულგარული წიწაკა

4-5 კბილი ნიორი

0,5 ჩ.კ. ბეგქონდარა

0,5 ჩ.კ. ბაზილიკო

1 ს.კ. დიჟონის მდოგვი

მარილი

შავი წიწაკა

4 ს.კ. კარაქი

პომიდვრის ჩირი, ბულგარული, ნახევარი მდოგვი და დარბილებული ნახევარი ულუფა კარაქი დავაბლენდეროთ(თუ თქვენ გამოიენებთ პოდივრის ჩირს, რომელიც თავისივე ზეთშია ჩალაგებული, კარაქი აღარ დაუმატოთ ეს ზეთიც საკმარისი იქნება). ნიორი ჯერ დავსრისოთ დანით, შემდეგ დავჭრათ და შევურიოთ ამ მასას.

ხორცი ისე გავჭრათ სიბრტყეზე, რომ გამოგვივიდეს ოთხკუთხედი დიდი ნაჭრი. ეს ხორცი ცოტა დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, ასევე ნახევარი სპეციები. შემდეგ კი გადავუსვათ პომიდვრიანი მასა და გავანაწილოთ მთელ ზედაპირზე. შევახვიოთ ხორცის ნაჭერი რულეტივით, დავამაგროთ სპეციალური ძაფით.

დარჩენილი კარაქი, სუნელები მარილი და წიწაკა კარგად ავურიოთ ერთმანეთში და გადავუსვათ ჩვენ რულეტს ყველა მხრიდან.

შევდოთ ხორცი 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით, შემდეგ კი დავუწიოთ ტემპერატურას 170 გრადუსამდე, გადავაფაროთ ხორცს ფოლგა და ვაცხოთ კიდე დაახლოებით 3 საათი.

გამზადებული ხორცი დავასვენოთ ფოლგის ქვეშ 20-30 წუთით, შემდეგ კი დავჭრათ. ერთნაირად კარგია როგორც ცხელი, ასევე ცივიც.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page