სალათი ოლივიე
და მაინც, რომელი ახალი წელი ჩაივლის ამ ყველაზე ცნობილი, პოპულარული, საყვარელი და მობეზრებული, ბანალური ოლივიეს გარეშე?
სინამდვილეში, თავდაპირველად სალათი, რომელიც ფრანგმა ლუსიენ ოლივიემ საკუთარ რუსულ რესტორანში შექმნა, არც თუ ისე ბანალური და მარტივი იყო.
მისი ორიგინალური რეცეპტი დღემდე უცნობია. ჩვენამდე მხოლოდ მიმსგავსებულმა ვერსიებმა მოაღწია.
საქმე იმაშია, რომ ბატონი ოლივიე ძალიან უფრთხილდებოა საიდუმლო რეცეპტს და სიცოცხლის ბოლომდე საიდუმლოდ ინახავდა მას. ცნობილია მხოლოდ ის, რომ თავდაპირველად სალათისთვის იყენებდენ მწყერის ხორცს, კიბორჩხალას კისრებს, კაპერსებს, პიკულის, ხიზილალას და სხვ. ამის გარდა, საფირმო სოუსს - სოი კაბულ, რომლის რეცეპტის ფრანგმა მზარეულმა საფლავში ჩაიტანა.
სალათის ორიგინალურ რეცეპტთან დაკავშრებით ბევრი ისტორია არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, ერთ მშვენიერ დღეს ლუსიენ ოლივიეს რუსმა დამხმარემ, ვინმე ივანოვმა შეაღწია სამზარეულოში და მოიპარა ინგრედიენტების ჩამონათვალი. ეს არ იყო სრული რეცეპტი, რადგან რაოდენობა და საფირმო სოუსის მომზადება ივანოვმაც არ იცოდა, მაგრამ რამოდენიმე დღეში მან გახსნა საკუთარი რესტორანი, სადაც საფირომ კერძად წარმოადგინა სალათი, რომელიც ძალიან ჰგავდა ცნობილ ოლივიეს. ივანოვმა მას "столичный" (დედაქალაქური) დაარქვა. პრინციპში, ბატონი ივანოვისგან სხვა რა მოლოინი უნდა გვქონოდა?
ჩვენი დღევანდელი რეცეპტი ცნობილი სალათის გამარტივებული ვეგეტარიანული ვერსია გახლავთ. მარტივი კომპონენტებისგან მომზადებული ეს სალათი პრაქტიკულად ყველა გემოვნების ადამიანს მოსწონს და მას ბავშვებიც სიამოვნებით მიირთმევენ.
დაგვჭირდება:
1 კგ კარტოფილი
3 სტაფილო
3 კვერცხი
3-4 ცალი მჟავე კიტრი
1-2 ახალი კიტრი
2-3 ცალი ბოლოკი
1 ქილა მუხუდო
1 კონა მწვანე ხახვი
1 კონა კამა
მარილი
შავი წიწაკა
200 გ შინაური მაიონეზი
კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი მოვხარშოთ, გავაგრილოთ, გავაცალოთ კანი და დავჭრათ კუბებად.
ასევე, კუბებად დავჭრათ ბოლოკი, მჟავე კიტრი. ცოცხალ კიტრს ამოვაცალოთ გული, თორე ჩვენი სალათი გაწყალდება და ისიც დავჭრათ.
შევურიოთ ერთმანეთს ბოსტნეული, დავუმატოთ მუხუდო, წვრილად დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი, მოვაყაროთ მარილი, შავი წიწაკა, მოვახათ მაიონეზი და მოვურიოთ. თუ თქვენ მაიონეზის მომზადება დაგეზარებათ და მზას გამოიყენებთ, ჩემი რჩევაა, აიღეთ ნახევარი ულუფა მაიონეზი და მას ნახევარი ულუფა არაჟანი შეურიეთ. ასე თქვენი სოუსი უფრო გემრიელიც გამოვა და უფრო ჯანსაღიც.
გემრიელად მიირთვით!