top of page

ბიფ ველინგტონ


ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანული საახალწლო კერძი -ბიფ ველინგტონ გახლავთ. სინამდვილეში, ეს კერძი სხვა არაფერია,თუ ძველი ფრანგული რეცეპტის filet de boeuf en croute გადამღერება. მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიომ ეს კერძი სწორედ ვატერლოოს ბრძოლის გმირის, ჰერცოგ ველინგტონის სახელით გაიცნო.

ჰერცოგ ველინგტონსა და ამ კერძს შოროს კავშირის პოვნა საკმაო რთულია. ჰოდა ჩვენც მთელ ყურადღებას მის რეცეპტურას დავუთმობთ და მის მომზადებას შევუდგებით.

დაგვჭირდება:

500 გ ფენოვანი ცომი

500 გ საქონლის ფილე

100 გ ფქვილი

150 გ კარაქი

1 კვერცხი

1 კვერცხის გული (ზევიდან გადასასმელად)

1 თავი ხახვი

1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1 კბილი ნიორი

ცოტა ბეგქონდარა

პატარა კონა ოხრახუში

10-12 შამპინიონი

20 მლ პორტვეინი

მარილი

შავი წიწაკა

ფქვილი, 50 გ კარაქი, მწიკვი მარილი შევურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ კვერცხი და მოვზილოთ ცომი. ცომი გავაბრტყელოთ 5 მმ სისქემდე და გამოვჭრათ მართკუთხედი, დაახლოებით 20X10

გამოვაცხოთ ჩვენ ცომის ფენა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთი.

ხორცი მოვამზადოთ, მოვააროთ მარილი. ტაფაზე გავახუროთ ზეთი, დავუმატოთ ცოტა კარაქი და შევწვათ ორივე მხრიან. გადავდოთ თეფშზე და გავაგრილოთ.

წვრილად დავჭრათ ხახვი, ნიორი, დავუმატოთ ოხრახუში და ბეგქონდარა.

თხლად დავჭრათ შამპინიონი და მოვთუშოთ კარაქში, დავუმატოთ მარილი, წიწაკა. ცეცხლს ავუწიოთ, სოკო გამოუშვებს სითხეს ა ეს სითხე უნდა დავაშროთ. როცა სოკო გაოქროსფერდება, მოვასხათ პორტვეინი და გავაგრძელოთ თუშვა. როცა პორტვეინიც აორთქლდება, დავუმატოთ მწვანილი, ნიორი და გამოვრთოთ ქურა. ეს მასა უნდა დავაბლენეროთ.

ფენევანი ცომი გავყოთ ორ ნაწილად, გავაბრტყელოთ. ერთო ნაწილის შუაში მოვათავსოთ გამომცხვარი ფხვიერი ფენა. მას დავადოთ ხორცი, შემდეგ ხორცზე დავანაწილოთ სოკოს ფენა. ცომს კიდეებში წავუსვათ კვეცხის გული და დავადოთ მეორე ნახევარი. მოვაჭრათ ზედმეტი ნაწილები, კიდეები კარად დავუმაგროთ და ზევიდან ჩვენ რულეტს გადავუსვათ კვერცხის გული.

ხორცის რულეტს ვაცხობთ 180 გრადუსამდე გახირებულ ღუმელში დაახლოებით 40-45 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page