ორაგულის რულეტი
კიდე ერთი სადღესასწაულო კერძი თევზის მოყვარული გურმანებისთვის.
დაგვჭირდება:
1 კგ ორაგულის ფილე
400 გ პალტუსის ფილე
1-2 სტაფილო
350გ მწვანე ბარდა (გაყინული)
130მლ რძე
300გ თეთრი პური ან ფუნთუშა ქერქის გარეშე
მარილი
თეთრი და ვარდისფერი წიწაკა
მუსკატი
ზეითუნის ზეთი
1 კვერცხის ცილა
სტაფილო გავთალოთ, მოვწალოთ მარილწყალში დაახლოებით 10 წუთი. რომ გაგრილდება, დავჭრათ კუბებად. ასევე, მოვწალოთ 5 წუთი ბარდა.
პური ჩავალბოთ რძეში. პალტუსის ფილე დავაბლენეროთ, შევურიოთ მუსკატი, მარილი, წიწაკა, კვერცხის ცილა. პური გავწუროთ და ისიც შევურიოთ თევზის ფილეს. შემდეგ დავუმატოთ სტაფილო ა მუხუდო. კარგად მოვურიოთ.
შევდოთ ეს მასა მაცივარში
ორაგული დავამუშავოთ ისე, რომ მივიღოთ 3 ნაჭრი. 1- 3 სმ სისქის ბრტყელი მოზრდილი ნაჭერი, 2- ამაზო ოდნავ მომცრო ნაჭერი და 3- ოთხკუთხედი სქელი ნაჭერი, რომელსაც რულეტის შუაგულში მოვათავსებთ.
დიდი ნაჭრის შუაში მოვათავსოთ ნახევარი შიგთავსი. გვერდებზე უნდა დაგვრჩეს დაახლოებით 5-5 სმ თავისუფალი ადგილი. დავდოთ შიგთავსზე ყველაზე სქელი ნაჭერი ორაგული, ზევიდან გავანაწილოთ დარჩენილი შიგთავსი და დავაფაროთ მომცრო ზომის ბრტყელი ნაჭერი.
გვერდები დავამაგროთ ხის ჩხირებით, გადავუსვათ რულეტს ზეთი, გადავაფაროთ ფოლგა და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30-40 წუთით.
გამმცხვარი რულეტი გავაგრილოთ, შემეგ შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით.
მირთმევის წინ, მოვხსნათ ფოლგა და ხის სამაგრები. დავჭრათ თხელ, ლამაზ ნაჭრებად.
გემრიელად მიირთვით!