top of page

საახალწლო მინი- ჩიზქეიქები


ჩვენი დღევამდელი დესერტის მიმართ გულგრილი ყველაზე ესთეტი და პრეტენზიული გურმანებიც კი ვერ დარჩებიან. საოცარ საახალწლო მინი-ჩიზქეიქებს გამოვაცხობთ.

დაგვჭირდება:

300 გ ფხვიერი შოკოლადის ორცხობილა

100 გ კარაქი

კრემისთის:

500 გ კრემჩიზი

200 გ შაქრის პუდრა

2 კვრეცხი

1 კვერცხის გული

ვანილი

მწიკვი მარილი

მოსართავად:

20 ცალი მსხვილი მარწყვი

100 მლ მაღალცხიმიანი ნაღები

შოკოლადის ორცხობილა დავაბლენდეროთ, დავუმატოთ გამდნარი კარაქი, მოვურიოთ და ამ მასისგან გავაკეთოთ ჩვენი ჩიზქეიქის ძირი პატარა ფორმებში. კარგად დავტკეპნოთ და ამოვიყვანოთ დაახლოებით 2-3 სმ სიმაღლეზე.

მიქსერით კარგად გავთვიფოთ კრემჩიზი, დავუმატოთ პუდრა, კვერცხი, კვერცხის გული, მარილი, ვანილი და ვთქვიფოთ ეს ყველაფერი დაბალ სიჩქარეზე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ.

გადავანაწილოთ ეს მასა ჩვენ ფორმებშ ისე, რომ 2/3 ავავსოთ და შევდოთ 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთით გამოსაცხობად.

გამომცხვარ ჩიზქეიქებს ვაგრილებთ ფორმაშივე და შემდეგ ვდებთ მაცივარშ მინიმუმ 2 საათით.

მირთმევის წინ, დავფაროთ ჩიზქეიქები ათქვეფილი ნაღების ფენით, დავალაგოთ ზევიდან მარწყვი და გავუკეთოთ ნაღების ქუდები.

საოხცრად გემრიელი და ლამაზი დესერტი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page