top of page
Поиск

სურნელოვანი ფორთოხლის ცუკატები

  • Manana
  • 28 дек. 2015 г.
  • 1 мин. чтения

ლამაზი ა გემრიელი საახალწლო ცუკატები. გნებავთ- მიირთვით, გნებავთ- ნაძვის ხე მორთეთ!

დაგვჭირდება:

4 ფორთოხალი

10 ცალი მიხაკის ბუტონი

100 გ შაქარი

4 ჩხირი დარიჩინი

ფორთოხალი გავრეცხოთ და დავჭრათ თხლად. დავალაგოთ საცხობ ფორმაზე. ფორმას დავაფაროთ საცხობი ქაღალდი. მიხაკის ბუტონები ჩავარჭოთ ფორთოხლებში. იქვე დავდოთ დარიჩინის ჩხირები. ზევიდან ფორთოხალს მოვაყაროთ შაქარი.

შევდოთ 130 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 2 საათით. ფორთოხალი ნელ-ნელა გამოცხვება, ხოლო თქვენი სახლი საოცარი არომატებით აივსება.

დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page