წითელი ხავერდი
ერთხელ თუ გასინჯავთ ამ შესანიშნავ ტორტს, მისი გემო არასდროს დაგავიწყდებათ. ფაფუკი ბისკვიტი, კრემჩიზის რამოდენიმე უგემრიელესი ფენა... მართლაც რომ საოცრებაა, არაფერი რომ ვთქვათ მის ვიზუალურ მხარეზე.
დაგვჭირდება:
125 გ კარაქი
1.5 ჭ. შაქარი
3კვერცხი
1ჭ. მაწონი
1 ს.კ. კაკაო
მწიკვი მარილი
სოდა ძმრით
ვანილი
წითელი საღებავი (რაოდენობა დამოკიდებულია საღებავის კატეგორიაზე)
2,5 ჭ. ფქვილი
კრემისთვის:
350-370 გ კრემჩიზი
120 გშაქრის პუდრა
120 გ კარაქი
ვანილი
კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, შემდეგ მაწონი, სოდა ძმრით, ვანილი, საღებავი, კაკაო, მარილი და ბოლოს ფქვილი.
გამოვაცხოთ ბისკვიტი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთი.
გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ სიბრტყეზე ორჯერ. უნდა გამოვიეს სამი ფენა.
კრემის მოსამზადებლად დაგვჭირდება ძალიან ცივი კრემჩიზი და ძალიან რბილი კარაქი. უმჯობესია, კარაქი რამდნეიმე საათით ოთახის ტემპერატურაზე დავტოვოთ, ხოლო კრემჩიზი კი პირიქით, მაცივარში იყოს ბოლო მომენტამდე.
მიქსერის მაღალ სიჩქარეზე კარგად გავთქვიფოთ კარაქი და შაქრის პუდრა, შემდეგ დავუმატოთ ვანილი და კრემჩიზი.
წავუსვათ კრემი ბისვიტს ფენებს შორის, ზევიდან და გვერდებზე. შევდოთ მინიმუმ 2 სათით მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!