top of page

სალათი გამოყვანილი ორაგულით


დღეს კიდე ერთ უგემრიელეს სალათს მოვამზადებთ და წელს მეტი სალათებით თავს აღარ შეგაწყენთ.

დაგვჭირდება:

პატარა კონა ნაზი სალათის ფურცლები

250 გ გამოყვანილი ორაგული

100 გ მწვანე ბარდა (გაყინული)

4-5 ცალი კარტოფილი

1 სტაფილო

2 თავი ხახვი

150 გ მჟავე კიტრი

5 მწყერის კვერცხი

6 ცალიკიბორჩხალას კისრები

20-30 გ ხიზილალა

პატარა კონა ოხრახუში

მარილი

შავი წიწაკა

ბალზამიკო

20 გ კარაქი

მაიონეზის მოსამზადებლად:

1 კვერცხის გული

1 ჩ.კ.მდოგვი

5-6 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1 ს.კ. ვუსტერის სოუსი (მზა სახით იყიდება დიდ სუპერმარკეტებში)

ოდნავ ტაბასკო

პორველ რიგშ მოვამზადოთ მაიონეზი: კვერცხის გული და მდოგვი ავთქვიფოთ ა ავუმატოთნელ-ნელა ზეთი. შემდეგდავუმატოთ ტაბასკო, ვუსტერის სოუსი, მარილი.

კარტოფილი და სტაფილო მოვხარშოთ.

მწყერის კვერცხი ჩავდოთ ადუღებულ წყალში, მივიყვანოთ ადუღებამდე, ვადუღოთ 30 წამი და გამოვრთოთ ქურა. ავაფაროთ ქვაბს თავსახური და გავჩეროთ ასე 15 წუთი. შემდეგ გადავიტანოთ კვერცხი ძალიან ცივ წყალში, მარტივად რომ გაიფცქვნას.

გავფცქვნათ კვერცხი, გავჭრათ შუაზე და ამოვაცალოთ გულები. გულები, ცოტა ოხრახუში და მაიონეზი დავაბლენდეროთ. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და ამოვავსოთ კვერცხის ცილები. ზევიან გადავუსვათ ხიზლიალა.

მწვანე ბარდა ჩავაგოთ ერთი წუთით მდურარე წყალში, შემდეგ კი ოდნავ მოვთუშოთ კარაქში,ტაფაზე.

სალათის ფპთლები კარგად გავრეცხოთმ გავაშროთ და დვანაწევროთ, შემდეგ შევურიოთ დაჭრილი კარტოფილი,სტაფილო, ხახვი, მჟვე კიტრი, ბარდა და გამოყვანილი ირაგული. ზევიდან მივულაგოთ კიბორჩხალების კისრები და მწყერის კვერცხი ხიზილალით

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page