გამომცხვარი ღორის ხორცი გლაზირებული მსხლით და შტოშით
ეს რეცეპტიც ახალი წლის სუფრისთვის შემოვინახეთ- უგემრიელესი დამარინადებული ღორის ხორცი მსხილს გარნირთან ერთად.
დაგვჭირდება:
2კგ ღორის ჩალაღაჯი
2 ს.კ. ბეგქონდარა
1ს.კ. სურნელოვანი მუხუდო
1 ს.კ. ხმელი ქინძი
1 ს.კ. მარილი
300 მლ მშრალი ღვინო
2 ს.კ. კონიაკი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
4 ს.კ. შტოში
2 ს.კ. თაფლი
100 მლ მაღალცხიმიანი ნაღები
კარაქო
გარნისრისთვის:
6 დიდი მსხალი
2 თავი ხახვი
30 გ კარაქი
2 ს.კ. შაქარი
1 ლიმნის წვენი
მარილი, ბეგქონდარა, ქინძი და წიწაკა შევურით ერთმანეთს და კარგად შევაზილოთ ხორცს. მოვათავსოთ ხორცი ჯამში და მოვასხათ ღვინო და კონიაკი. დავაფაროთ თავსახური და დავტოვოთ ასე 12 საათით მაცივარში.
ამის შემეგ, გამოვიღოთ ხორცი მაცივრიან, ამოვიღოთ მარინადიდან, მარინადი შევინახოთ. კარგად გავამშრალოთ ხორცი და შევწვათ კარაქში სქელძირიან ტაფაზე ყველა მხრიდან, შემეგ კი გავაგრძელოთ მისი გამოცხობა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათი.
ამის შემდეგ, მოვასხათ ხორცს მარინადი და გავაგრძელოთ გამოცხობა კიდე 1,5 საათი, თან პერიოდულად მოვახათ ხოლმე მარინადის წვენი
გათლილი მსხალი დავჭრათ ორად ან ოთხად, მოვასხათ ლიმნის წვენი, ჩავდოთ ქვაბში დაჭრილ ხახვთან ერთად, დავუმატოთ კარაქი, შაქარი და მვთუშოთ დაახლოებით 10 წუთი.
გამომცხვარი ხორცი დავასვენოთ ერთი 20 წუთი. გადავწუროთ წვენი, რომელიც გამოყო ხორცმა მოზადების დროს ცალკე ჭურჭელში, დავუმატოთ თაფლი, ნაღები, ვადუღოთ აახლოებით 5 წუთი, შემდეგ დავუმატოთ შტოში.
ხორცი დავჭრათ თხლად, გვერდზე მივულოაგოთ მსხალი და მოვასხათ შტოშის სოუსი.
გემრიელად მიირთვით!