top of page

მინესტრონე


მინესტრონე (Minestrone, minestra-წვნიანი) იატალიური წვნიანი. ეს ისეთივე ცნობილი იტალიური კერძია, როგორც პასტა და პიზა. არარსებობს მინესტრონეს ერთი კონკრეტული რეცეპტი, მთავარია გავითვალისწინოთ რამოდენიმე წესი: პირველ რიგში, რაც მეტი ინგრედიენტია სუპში, მით უკეთესი, ტყუილად კი არ ქვია მას "დიდი სუპი"! ამის გარდა, ინგრედიენტები აუცილებლად სეზონური უნდა იყოს- ეს ზოგადად, გემრიელი კერძის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოა. და ბოლოს, სასურველი არომატისა და გემოს მისაღწევად, ბოსტნეული უნდა მოვთუშოთ ნელა, თანმიმდევრულად და გამოვიყენოთ კარგი ზეითუნის ზეთი.

დღეს ჩვენ ცივი ზამთრის სეზონის გათვალისწინებით, ნოყიერ მინესტრონეს ვაკეთებთ.

დაგჭირდება:

150 გ წითელი და მწვანე ოსპი

150 გ მუხუდო

150 გ ლობიო (უმჯობესია, თეთრი)

150 გ ნებისმიერი მოკლე პასტა

2 სტაფილო

1 ცუკინი ან ბადრიჯანი

10 ცალი პომიდორი ჩერი

3-4 საშალო კარტოფილი

100 გ გოგრა

1 თავი ხახვი

1-2 კბილი ნიორი

1 დაფნის ფოთოლი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

20 გ კარაქი

მარილი

შავი წიწაკა

ნახევარი ჩ.კ. ბაზილიკო

პატარა კონა ოხრახუში

მუხუდო წინასწარ მოვათავსოთ ცივ წყალში და დავტოვოთ 4-6 საათით. ამის შემდეგ, გადავწუროთ, დავუმატოთ ოსპი, მოვასათ დაახლოებით 1,5-2 ლ. მდუღარე წყალი და ვხარშოთ დაახლოებით 35-40 წუთი.

მოვხარშოთ ლობიო და დავუმატოთ წვნიანს.

ცალკე ტაფაზე გავახუროთ ზეითუნის ზეთი, დავუმატოთ კარაქი და მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. შემდეგ დავუმატოთ ნიორი, წვრილა დაჭრილი სტაფილო და ვთუშოთ დაახლოებით 5 წუთი. თან ვურიოთ.შემდეგ დავუმატოთ კუბებეად დაჭრილი გოგრა, ცუკინი და კარტოფილი, 1-2 წუთი მოვთუშოთ ყველაფერი ერთად და დავუმატოთ შუაზე გაჭრილი პომიორი ჩერი. ვთუშოთ დაახლოებით 3 წუთი.

ამის შემდეგ, გადავიტანოთ ბოსტნეული ქვაბში, დანარჩენ ინგრედიენტებთან, ჩავდოთ დაფნის ფოთოლი, ვადუღოთ დაახლოებით 5 წუთი, დავუმატოთ პასტა, ბაზილიკო, მარილი და წიწაკა და ვხარშოთ კიდე დაახლოებით 10 წუთი. ბოლოს ჩავყაროთ ქვაბში წვრილად დაჭრილი ოხრახუში და გამოვრთოთ ქურა. გავაჩეროთ ჩვენი მინესტრონე თავდახურული 5 წუთი და კერძი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!

Comments


Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page