ვაშლის ნამცხვარი დები-ცვეტაევების რეცეპტით
ამ ნამცხვრით, როგორც ამბობენ, დები მარინა და ანასტასია ცვეტაევები ხშირად უმასპინძლდებოდენ თავიანთ სახელოვან სტუმრებს, ვერცხლის საუკუნის გამოჩენილ პოეტებს და მოაზროვნეებს.
ორიგინალურ რეცეპტში გამოყენებულია ვაშლი "ანტონოვკა", რასაც მეც გირჩევთ. რეპეტში მხოლოდ ერთი მცირე ცვლილება შევიტანე- დაიჩინი დავუმატე. მე მიყვარს დარიჩინის არომატი, თან ვფიქრობ,რომ ვაშლს ის განსაკუთრებულდ ეხამება. ასევე, შეგიძლიათ დაუმატოთ ვაშლს ცოტა მსხვილად დაჭრილი, მოხალული ნიგოზი. ჩემი აზრით,ისიც ძალიან გაამერილებეს. მოკლედ, თავად გადაწყვიტეთ.
ცომისთვის დაგვჭირდება:
150 გ კარაქი
3 ს.კ. შაქარი
0,5 ჭიქა არაჟანი
1,5 ჭქა ფქვილი
სოდა ძმრით
შიგთავსისთვის:
1 ჭიქა შაქარი
1 კვერცხი
1 ჭიქა არაჟანი
2 ს.კ. სახამებელი
ვანილი
ცალკე:
1 კგ ვაშლი
1 ს.კ. შაქარი
1 სავსე ჩ.კ. დარიჩინი
მოვამზადოთ ცომი: ფქვილი, შაქარი და კარაქი აკეპოთ ერთად, დავუმატოთ ნახევარი ჭიქა არაჟანი, სოდა ძმრით და კარგად მოვზილოთ ცომი. უნდა გამოგვივიდეს რბილი ცომის გუნდა, როგორც ტარტისთვის.
ვაშლი გავთალოთ და თხლად დავჭრათ. მოვაყაროთ შაქარი, დარიჩინი და მოვურიოთ.
ცომი გავაბრტყელოთ და ჩავდოთ ფორმაში. ამოვიყვანოთ გვერდებზეც. ჩავალაგოთ ჩვენი ვაშლი.
შიგთავსისთვის ავთქვიფოთ კვერცი, შაქარი, არაჟანი და სახამებელი. დავუმატოთ ვანილი. გამოგვივა თხევადი მასა. ეს მასა მოვასხათ ვაშლს.
გამოვაცხოთ ჩვენი ნამცვარი 180 გრადუსამდე გაურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთი.
ნამცვარი ერთნაირად კარგია როგორც ცივი, ასევე თბილი.
გემრიელად მიირთვით!
Comentários