კარტოფილი ბერძნულად
მე რომ მკითხოთ, კარტოფილიროგორც არ უნდა მოამზადო, ყველანაირად უგემრიელესია- შემწვარიც, მოხარშულიც, გამომცხვარიც და დასრესილიც კი, პიურეს სახით. არ ვიცნობ ადამიანს, ვისაც არ უყვარს ეს პროდუქტი. და არ ვიცი ოჯახი, სადაც კარტოფილი, ამა თუ იმ სახით, კვირაში ერთხელ მაინც არ მზადდება.
ჩვენ დღეს გამოვაცხოთ კარტოფილი ნივრით, ლიმინის ცედრით და სუნელებით.
დაგვჭირდება:
1 კგ კარტოფილი
2-3 კბილი ნიორი
2 ლიმნის წვენი და ცერა
1 ჩ.კ. ორეგანი, ბეგქონდარა, როზმარინი (თქვენი სურვილით დაამატეთ, ან ამოაგდეთ სუნელები)
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
დაახლოებით 1 ჭიქა წყალი
მარილი
წიწაკების მიქსი
პატარა კონა ოხარხუში
კარტოფილი გავფქცვნათ ან კარგად გავრეცოთ და კანიანა მოვამზადოთ. გავჭრათ ოთხად. დავალაგოთ ფოლგიან ფორმაზე.
ზეითუნის ზეთი, ლიმნის წვენი და ცედრა, დაჭყლეტილი ნიორი, სუნელები და წყალი კარგად ავურიოთ და მოვასათ კარტოფილს. მოვაყაროთ მარილი და წიწაკების მიქსი და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. კარტოფილი მომზადდება დაახლოებით 45 წუთში. ამ დროის განმავლობაში, რამოდენიმეჯერ უნა მოვურიოთ მას. კარტოფილი დაიბრაწება და სითხეს შეიწოვს.
გამომცხვარ კარტოფილს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ცოცალი ოხრახუში.
Comentarios