top of page

ოსპის კრემ-სუპი პიტნით


დღეს კიდე ერთ გემრილე და ძალიან სასარგებლო წვნიანს მოვამზადებთ ცივი სეზონისთვის.

დაგვჭირდება:

150 გ ყვითელი ოსპი

1 თავი ხახვი

1 სტაფილო

ნახევარი ლინომი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

20გ. კარაქი

1 ს.კ. ფქვილი

50 მლ მაღალციმიანი ნაღები

მარილი

წიწაკაკების მიქსი

პატარა კონა პიტნა

ოსპი კარგად გავრეცოთ, მოვათავსოთ ქვაბში დავასხათ დაახლოებით 1 ლ წყალი და მოვხარშოთ. რომ წამოდუღდება, მოვაშოროთ ქაფი, თუ მოიდებს, დავუმატოთ კიდე ერთი ჭიქა წყალი და ვხარშოთ დაახლოებით 10-15 წუთი.

ამასობაშ, ტაფაზე გავახუროთ ზეთი, დავუმატოთ კარაქი და მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. რამოდენიმე წუთში დავუმატოთ გახეხილი სტაფილო და ვთუშოთ კიდე ცოტა ხანი, სანამ სტაფილო არ დარბილდება. ამის შემდეგ, დავუმატოთ ფქვილი, მოვთუშოთ ერთი-ორი წუთი და დავუმატოთ ჩვენ ოსპის. მოვაყაროღთ მარილი და წიწაკების მიქსი, ვხარშოთ ერთი-ორი წუთი და გამოვრთოთ ქურა. დავუმატოთ ნაღები. შეგიძლიათ დააბლენდეროთ, თუ კრემ-სუპები გიყვართ,შეგიძლიათ დატოვოთ ამ სახით, თუ მოგწონთ კნატუნა ოსპის კონსისტენცია.

რომ გადმოვიღებთ თეფშზე, ჩავაწუროთ ლიმონი და მოვაყაროთ პიტნა (ან ორახუში, თქვენი სურვილით). ასევე, უხდება ორცხობილები

გემრიელად მიირთვით!

Commentaires


Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page