შვედური კარდამონის ფუნთუშები
დღეს საღამოს შვედური კარდამონის ფუნთუშები გამოვაცხოთ. ძალიან გამრიელია, თან სახლში საოცარი არომატი დარტიალდება!
დაგვჭრდება:
150 გ კარაქი
0,5 ლ რძე
20 გ მშრალი საფუარი
1 ს.კ. შაქარი
0,5 ჩ.კ. მარილი
2 ჩ.კ. დაფქული კარდამონი
800-900 გ ფქვილი
შიგთავსისთვის დაგვჭრდება:
100 გ კარაქი
2 ს.კ. შაქარი
2 ს.კ. დარიჩინი
1 ჩ.კ. კარდამონი
ზევიდან მოსასმელად:
1 კვერცხის გული
1 ს.კ. რძე
მსხვილი შაქარი (საკონდიტრო მარგაიტა-შაქარი) ან შაქრის პუდრა
რძე შევათბოთ, დავუმატოთ შაქარი, საფუარი და დაველოდოთ 10 წუთი, საფუარი რომ ამუშავდს.
ცალკე მოზრდილ ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, მარილი, ცავასხატ საფუარიანი მასა, დავუმატოთ დამდნარი კარაქი, კარდამონი და მოვზილოთ ცომი.
დაახლოებით 10 წუთი ვზილოთ, შემდეგ კი გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავტოვოთ თბილ ადგილში ამოსაფუებლად დაახლოებით 1 საათით.
ამის შემდეგ, გავაბრტყელოთ ჩვენი ცომი რამოდნიმე მილიმეტრის სისქემდე, გადავუსვათ გამდნარი კარაქი, შაქარი, დარიჩინი და კარდამონი ავურიოთ ერთად და მოვაყაროთ თანაბრად ჩვენ ცომს. გადავახვიოთ რულეტად და გამოვძერწოთ ფუნთუშები ისე, როგორც ნაჩვენებია ჩვენს ფოტოზე, ან ისე, როგორც თქვენ მოისურვებთ.
გამზადებული ფუნთუშები მოვათავსოთ საცხობ ფორმაზე, გადავაფაროთ ჩაის ტილო და დაახლოებით 45 წუთი დავტოვოთ ამოსაფუებლად.
გადავუსვათ ფუნთუშებს გათქვეფილი კვერცხის გული და რძე და მოვაყაროთ დეკორატიული შაქარი. გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!
Comments