შოკოლადის კექსი საფერავით
უგემრიელესი ფუმფულა კექსი საფერავის და შოკოლადის არომატით.
დაგვჭირდება:
200 გ კარაქი
200 გ შაქარი
4 კვერცხი
2 ს.კ. კაკაო
2 ფილა შავი შოკოლადი
მწიკვი მარილი
130 მლ საფერავი
1 ჩ.კ. დარიჩინი
ვანილი
სოდა ძმრით
250 გ ფქვილი
ცალკე:
2 ს.კ. კაკაო
100 გ შაქარი
3 ს.კ. რძე
100 გ კარაქი
დარბილებული კარაქი გავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავუმატოთ კვერცხი, კაკაო, ვანილი, დარიჩინი, მწიკვი მარილი, სოდა ძმრით. კარგად მოვურიოთ, დავუმტოთ ღვინო. გახეხეილი შოოლადი და ფქვილი.
კარგად მოვურიოთ და გადავდოთ ცომი საცხობ ფორმაში. გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გაურებულ ღუმელში დაახლოებით 45-50 წუთი.
გამომცვარი კექსი გავაგრილოთ.
მოვამზადოთ მინანქარი: კაკაო, შქარი, რძე, კარაქი ერთად წამოვადუღოთ დაბალ ცეცლზე. თან სულ ვურიოთ, უნდა მივიღოთ ერთგავროვანი მასა.
მოვასათ ნამცხვარს მინანქარი.
გემრიელად მიირთვით!