top of page

ლობიოს და ოსპის სალათი ჩერი პომიდორით

  • Manana
  • 5 февр. 2016 г.
  • 1 мин. чтения

სასარგებლო და ნოყიერი ზამთრის სალათი, რომელის მოზადებაც ძალიან ადვილია.
დაგვჭირდება:
250 გ თეთრი ლობიო
250 გ წითელი ლობიო
1 კგ ჩერი პომიდორი
პატარა კონა ოხრახუში
2-3 კბილი ნიორი
1 პატარა თავი წითელი ხახვი
მარილი, შავი წიწაკა
2 ს.კ. ვაშლის ძმარი
3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ლობიო და ოსპი მოვხარშოთ, გადავწუროთ და მოვათავსოთ ერთად ჯამში. დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ხახვი, მწვანილი. პომიდორი ჩერი გავჭრათ ორად და ისიც დავუმატოთ ჩვენ სალათს. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, მოვასხათ ზეთი და ძარი და კარგად მოვურიოთ.
გემრიელად მიირთვით!

Comments


Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page