top of page

ლიმნის ორცხობილები


მარტივი და გემრიელი ნამცხვარი ჩაისთან ან ყავასთან მისართმევად
დაგვჭირდება:
1 კვერცხი
1 კვერცხის გული
350 გ შაქარი
250 გ კარაქი
2 ს.კ. არაჟანი
1 ლიმნის ცედრა და წვენი
ოდნავ ყვითელი საკვები საღებავი (უფრო ლამაზი ფერი გამოვა)
ვანილი
მწიკვი მარილი
სოდა ძმრით
2-2,5 ჭიქა ფქვილი
250 გ შაქრის პუდრა
კარაქი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, კვერცხის გული, არაჟანი, ვანილი, ლიმნის ცედრა და წვენი. უკეთესი ფერის მისაღებად, დავუმატოთ საკვები საღებავი. კარგად მოვურიოთ. დავუმატოთ მარილი, სოდა ძმრით და ფქვილი.
უნდა გამოვიდეს წებოვანი, მკვრივი ცომი. ცომისგან გამოვძერწოთ კაკლისოდენა ბურთები, ამოვავლოთ, შაქრის პუდრაში და დავდოთ კალკიან ფორმაზე. ოდნავ მივასრისოთ ზედაპირზე და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 10-15 წუთი.
გემრიელად მიირთვით!
Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page