top of page

ხაჭოს პონჩიკები

გემრიელი და ნოყიერი საუზმე, რომელიც 10 წუთში შეგვიძლია მოვამზადოთ

დაგვჭირდება:

250 გ ხაჭო

3 კვერცხი

2 ს.კ.შაქარი

7-8 ს.კ. ფქვილი

მწიკვი მარილი

სოდა ძმრით

ვანილი

შაქრის პუდრა

ზეთი

ხაჭო და კვერცი გავთქვიფოთ, დავუმატოთ შაქარი, ფქვილი, სოდა ძმრით, ვანილი და მარილი.

ღრმა ტაფაში ჩავასხათ იმდენი ზეთი, რომ ჩვენი პონჩიკები სულ დაფაროს, გავახუროთ.

ჩაის კოვზით ამოვიღოთ ცომი და გამოვძერწოთ პატარა ბურთულები. ამოვავლოთ ფქვილში და ჩავყაროთ გახურებულ ზეთში. პერიოდულად ჩვენი პონჩიკები უნდა ვაბრუნოთ ხოლმე.

რომ გახდება ოქროსფერი, ამოვიღოთ და დავალაგოთ ქაღალდის ხელსაოცზე, ზედმეტი ზეთი რომ მოშორდეს. შემდეგ გადავდოთ თეფშზე და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page