top of page

ხბოს ხორცი ფორთოხლით და ჯინჯერით


დაგვჭირდება:

1 კგ ხბოს ხორცი (ან რბილი საქონლის ხორცი)

2-3 სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა

2 ცალი ფორთოხალი

1 ფორთოხლის ცედრა

1 კონა მწვანე ხახვი

1-2 ჩ.კ. გახეხილი ჯინჯერი

ნახევარი ჩ.კ. სახამებელი

2 ს.კ. სოიოს სოუსი

125 მლ ფორთოხლის წვენი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მარილი

შავი წიწაკა

ხორცი დავჭრათ თლად, მოვასხათ სოიოს სოუსი, მოვურიოთ და გადავდოთ.

ბულგარული წიწაკა დავჭრათ თხლად, ასევე დავჭრათ მწვანე ხახვი.

სქელძირიან ტაფაში გავახუროთ ზეთი, ჩავყაროთ წიწაკა, მოვთუშოთ რამოდენიმე წუთი, შემდეგ გადავდოთ და იმავე ტაფაზე მოვთუშოთ მწვანე ხავი და მივუმატოთ ბულგარულს. იმავე ტაფაზე მოვთუშოთ ხორცი და ისიც გადავდოთ ბოსტნეულთან.

ფორთოხლის წვენი, ცედრა, ჯინჯერი, სახამებელი კარგად ავურიოთ, ჩავდოთ ამ სოუსში ორცი და ბოსტნეული და ვთუშოთ რამოდენიმე წუთი. შემდეგ იქვე მივუმატოთ თხლად დაჭრილი ფორთოალი მოვურიოთ, 2 წუთი ვთუშოთ და გამოვრთოთ ქურა.

ამ კერძს ძალიან უდება ბრინჯის გარნირი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page