თეთრი ბრაუნიManana10 февр. 2016 г.1 мин. чтения შავი შოკოლადის ბრაუნი ალბათ ყველას გიყვართ. დღეს მინდა შემოგთავაზოთ თეთრი შოკოლადის ბრაუნი, რომელიც ასევე ძალიან გემრიელია. დაგვჭრდება: 150 გ კარაქი 200 გ შაქარი 2 კვერცხი 2 ფილა (180 გ) თეთრი შოკოლადი 4 ს.კ. თაფლი 100 გ ფქვილი ვანილი ორთქლზე გავადნოთ შოკოლადი, დავუმატოთ კარაქი და თაფლი. კარგად მოვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ კვერცხი და ავთქვიფოთ. დავუმატოთ შაქარი, ფქვილი და ვანილი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 30-40 წუთი. ფორმას დავაფაროთ საცხობი ქაღალდი. გამომცხვარი ბრაუნი გავაგრილოთ, მოვაყაროთ პუდრა, მოვასხად თეთრი ან შავი შოკოლადის მინანქარი, თქვენი სურვილით. გემრიელად მიირთვით!