top of page

ორცხობილები ხილის ჯემით


აღნიშნავთ თუ არა ვალენტინობას, მნიშვნელობა არ აქვს. ეს უგემრიელესი ხრაშუნა ორცხობილები ნებისმიერ დროს კარგ განწყობას შეგიქმნით თქვენც და თქვენს სტუმრებსაც!

დაგვჭირდება:

200 გ კარაქი

2 ჭიქა შაქარი

2კვერცხი

1ს.კ. მაწონი

სოდა ძმრით

ვანილი

მწიკვი მარილი

100 გ დაფქული ნუში

დაახლოებით 3 ჭიქა ფქვილი (უნდა გამოვიდეს მკვრივი ცომი, რომელიც გაბრტყელდება)

200-250 გ მარწყვის ან გარგარის ჯემი

შაქრის პუდრა

დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, მაწონი, სოდა ძმრით, ვანილი, მარილი, ნუში, შემდეგ ფქვილი. მოვზოლით ცომი ხელით.

შემდეგ გავაბრტყელოთ სასურველ სისქემდე და გამოვჭრათ ფორმებით პატარა ორცხობილები. ნახევრს ამოვაჭრათ შუაგული უფრო მომცრო ზომის ფორმით და გამოვაცხოთ.

გამომცხვარ მთელ-მთელ ორცობილებს გადავუსვათ ხილის ჯემი და დავაფაროთ ზევიდან ის ორცხობილები რომლებსაც ამოვაჭერით გული. გაგრილებულ ნამცხვრებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page