top of page

ქათმის ნაგეტსები გაუდას სოუსით


დღეს მოვამზადებთ ქათმის ნაგეტსებს, რომლებიც თქვენი შვილების საყვარელ ფას-ფუდზე გაცილებით გემრიელი და, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება.

დაგვჭირდება:

500 გ ქათმის ფილე

200 მლ ნაღები

1 კვერცხის ცილა

4 კვერცხი

200 გ ფქვილი

მარილი

შავი წიწაკა

ოდნავ ძირა

4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

20 გ კარაქი

200 გ საფანელი

100 გ გაუდა

100 მლ რძე

200 გ ქათმის ფილე ძალიან წვრილა დავჭრათ, დანარჩენი კი დავაბლენდეროთ. იქვე ბლენდერში დავუმატოთ ნაღები, მარილი, წიწაკა და კვერცხის ცილა. შემდეგ დავუმატოთ ამ მასას დაჭრილი ფილე და კარგად მოვურიოთ.

ფარში მოვათავსოთ პლასტიკზე და გადავახვიოთ დაახლოებით 3 სმ დიამეტრის რულეტივით. (გამოგვივა რამოდენიმე ასეთი პატარა რულეტი). შემდეგ ეს რულეტები მოვათავსოთ მდუღარე წყალში და ვხარშოთ დაახლოებით 25 წუთი. ქვაბი დაბალ ცეცხლზე დავდგათ, წყალი ნელ-ნელა უნდა დუღდეს.

ამის შემდეგ, ამოვიღოთ ჩვენი რულეტები, გავაგრილოთ და დავჭრათ 1 სმ სისქის მქონე ნაგეტსებად. შევინახოთ მაცივარში.

ავიღოთ 3 ღრმა თეფში და ერთზე დავყაროთ ფქვილი, მეორეზე საფანელი, რომელშიც ოდნავ ძირას გავურევთ, ხოლო მესამეზე კვერცი, რომელსაც მარილთან და 2 ს.კ. ზეთთან ერთად ავთქვიფავთ..

ნაგეტსები ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კავერცში, ბოლოს კი საფანელში. გავიმეოროთ ეს ორჯერ.

ღრმა ტაფაზე გავახუროთ 2 ს.კ. ზეთი, დავუმატოთ კარაქი და შევწვათ ჩვენი ნაგეტსები დაახლოებით 2-3 წუთი. შემდეგ კი მოვათავსოთ ქაღალდის ხელსაოცებზე, რომ მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.

პატარა სქელძირიან ქვაბში გავალღვოთ გაუდა და რძე. ეს ცხელი სოუსი ნაგეტსებთან ერთად მივირთვათ.

ასევე, კარგი იქნება, თუ ნაგეტსებს ბრინჯის ან კარტოფილს გარნირს დაამატებთ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page