კარტოფილის სალათი შვედურად
გირჩევთ, გაზაფხულზე ეს სალათი ახალი კარტოფილით მოამზადოთ, განსაკუთრებულად გემრიელი გამოდის, ტუმცა ასეც ძალიან კარგია.
დაგვჭირდება:
1 კგ კარტოფილი
2 ხახვი (უმჯობესია-წითელი)
1 ვაშლი
150-200 გ შებოლილი ლორი
1 კიტრი
1 პატარა კონა კამა
1 პატარა კონა მწვანე ხახვი
1 ს.კ. ძმარი
1 ს.კ. ლიმნის წვენი
0,5 ჩ.კ. შაქარი
მარილი
შავი წიწაკა
200 გ მაიონეზი
კარტოფილი მოვარშოთ კანიანა, გავფცქვნათ და დავჭრათ.
დავჭრათ ლორი. შეგიძლიათ ცოტა მოხრაკოთ.
დავჭრათ ხახვი რგოლებად, ვაშლი და კიტრი-კუბებად. ვაშლს მოვასხათ ლიმნის წვენი, ასე არ შეიცვლის ფერს. დავჭრათ მწვანილი. ავურიოთ ყველა ინგრედიენტი.
მოვამზადოთ შინაური მაიონეზი, შემდეგ დავუმატოთ ძმარი, შაქარი, მარილი და წიწაკა და მოვასათ ჩვენ სალათს.
გემრიელად მიირთვით!