ფუნთუშები ჟოლოს კრემით
ვაგრძელებთ ვალენტინობისადმი მიძღვნილ სერიას და გთავაზობთ უგემრიელეს გულის ფორმის ფუნთუშებს.
დაგვჭირდება:
5 კვერცი
20 მკ რძე
500 გ ფქვილი
2 ს.კ. საფუარი
1 ჩ.კ. მარილი
50 გ შაქარი
250 გ კარაქი
კრემისთვის:
4 კვერცხის გული
120 გ შაქრის პუდრა
0,5 ლ რძე
2 ს.კ. სახამებელი
2 ს.კ. ფქვილი
ვანილი
200 გ ჟოლოს ჯემი
თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, დავუმატოთ კვერცხი და ავთქვიფოთ. შემდეგ დავუმატოთ შაქარი, მარილი და ფქვილი. მოვზილოთ ცომი. შემდეგ დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარაქი და კიდე მოვზილოთ. ცომი დავტოვოთ 1,5-2 საათი თბილ ადგილში ამოსაფუებლად.
ამასობაში მოვამზაოთ კრემი: კვერცხის გულები და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ ფქვილი და სახამებელი, შემდეგ დავუმატოთ მდუღარე რძე და დავდგათ დაბალ ცეცხლზე რამოდენიმე წუთით. გამნუდმებით ვურიოთ. როგორც კი დაიწყებს დუღილს, გამოვრთოთ ქურა და დავუმატოთ კრემს ვანილი.
ამოფუებული ცომი გავაბრტყელოთ დაახლოებით 1,2 სმ სისქემდე. გადავუსვათ კრემი, შემდეგ ჯემი . დავახვიოთ ორივე მხრიდან რულეტივით.
დავჭრათ ჩვენი რულეტი 2 სმ. სისქის რგლებად და მივცეთ გულის ფორმები. ჩავალაგოთ ჩვენი გულები საცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთი.
გემრიელად მიირთვით!