ქათმის ფილე დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე. ტაფას მოვასავთ ზეითუნის ზეთს და შემდეგ დავამატებთ კარაქს.
შემწვარი ქათამი გადავდოთ ცალკე და იგივე ტაფაზე შევწვათ დაჭრილი შამპინიონი. დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი,
შემდეგ, დავუმატოთ პომიდორი ჩერი, კარგად მოვურიოთ, დავუმატოთ ქათამი, ღვინო მარსალა, ბულიონი, ბეგქონდარა, მარილი და წიწაკა და ვთუშოთ ყველაფერი ერთად კიდე დაახლოებით 5 წუთი. ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ოხრაუში, ერთხელ კარგად მოვურიოთ და გამოვრთოთ ქურა.
კერძს მოუხდება გარნირი- კარტოფილი ბრინჯი ან პასტა.
Комментарии