ხრაშუნა ორცობილები ვალენტინობისთვის
შაბათ-კვირას მოამზადეთ ეს გემრიელი, ფერადი ორცხობილები ბავშვებთან ერთად. მერწმუნეთ, ძალიან სახალისოა!
დაგვჭირდება:
250 გ ფქვილი
125 გ კარაქი
100 გ შაქრის პუდრა
1 კვერცხი
მწიკვი მარილი
ვანილი
წითელი საკვები საღებავი
ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, დავუმატოთ ცივი, კუბებად დაჭრილი კარაქი და მოვზილოთ ხელით. შემდეგ დავუმატოთ კვერცხი, მარილი, შაქარი და ვანილი, კარგად მოვზილოთ. გავყოთ ცომი ორ ნაწილად და ერთშ დავუმატოთ წითელი საღებავი (დრაოდენობა დამოკიდებულია საღებავის ტიპზე და თქვენთვის სასურველ ფერზე).
ორივე ცომი გადავახვიოთ პლასტიკში და შევდოთ 40 წუთით მაცივარში.
ამის შემდეგ, გამვიღოთ და გავაბრტყელოთ ცომი დაალოებით 0,5 სმ სისქემდე. ამოვჭრათ მრგვალი და გულის ფორმის ორცხობილები. შემდგე ამ ორცხობილებს უფრო მომცრო ზომის ფორმით ამოვუღოთ გულები და გავცვალოთ ისე, რომ თეთრი გული წითელ ორცხობილაში მოავთავსოთ და პირიქით.
გამოვაცხოთ ჩვენი ფერადი ორცხობილები 185-190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!