top of page

წითელი ხავერდის ტრუფელი

ამ საოცრად ლამაზი და გემრიელი დესერტის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

150გ კარაქი

100 გ შაქარი

2 კვერცხი

150 გ მაწონი

ვანილი

სოდა ძმრით

წითელი საკვები საღებავი

200 გ ფქვილი

დამატებით:

2 ს.კ. კენკრას ლიქიორი

120 გ კრემჩიზი

1 ფილა შავი შოკოლადი

2 ფილა თეთრი შოკოლადი

1 ს.კ. კარაქი

გავთქვიფოთ კარაქი და შაქარი, დავუმატოთ კვერცი, ვანილი. კარგად გავთქვიფოთ დაავუმატოთ მაწონი, საღებავი, სოდა ძმრით, ფქვილი.

გამოვაცხოთ ბისკვიტი 180 გრადუსამდე გხურებულ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთი.

გაგრილებული ბისკვიტი დავფშვნათ, დავუმატოთ ლიქიორი, კრმჩიზი და კარგად მოვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ ორთქლზე გამდნარი შავი შოკოლადი. მოვურიოთ ისე, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. ამ მასისგან გამოვძერწოთ პატარა ბურთები და შევდოთ მაცივარში დაახლოებით 30-40 წუთით.

თეთრი შოკოლადი გავალღვოთ კარაქთან ერთად ორთქლზე, ოდნავ გავაგრილოთ და ამოვავლოთ მინანქარში ჩვენი ტრიუფელები. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ამის შემდეგ ამოავლოთ დაფქვნილ ნიგოზში, ქოქოსის ფანტელებში და ა.შ.

ასევე, თეთრი მინანქრის ნაცვლად, შეგიძლიათ მოამზადოთ შავი შოკოლადის მინანაქარი და ამოავლოთ ტრიუფელები შავ მინანქარში.

გამზადებული დესერტი მოვათავსოთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page