ფხვიერი ალუბლის ნამცხვარი
დაგვჭირება:
250 გ ფქვილი
100 გ კარაქი
100 გ შაქარი
1 კვერცხი
1 კვერცხის გული
სოდა ძმირით
მწიკვი მარილი
300 გ ალუბლის ჯემი
ფქვილი, მარილი, შაქარი ჩავყაროთ ერთად ჯამში და მოვურიოთ. ჩავაალოთ კვრცხი, კვერცხის გული, ჩავაჭრათ ცივი კარაქი, დავუმატოთ სოდა ძმრით და მოვზილოთ ცომი.
ცომი დავაგორგილოთ და შევდოთ 40 წუთით მაცივარში.
ამის შემდეგ გავყოთ ცომი ორ არათანაბარ ნაწილად. მოზრდილი გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ ფორმაში ისე, რომ კიდეებზეც ამოვიდეს. ფორმაში წინასწარ ჩავაფინოთ საცხობი ქაღალი.
ცომის მომცრო ნაწილი ასევე გავაბრტყელოთ და ფორმით გამოვჭრათ გულები.
გადავუსვათ ცომს ალუბლის ჯემი(უმჯობესია ამოვირჩიოთ ისეთი ჯემი, სადაც მთელ-მთელი ალუბლები იქნება).
ზევიდან მოვრთოთ ჩვენი ნამცვარი ცომის გულებით და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25-30 წუთით.
გემრიელად მიირთვით!