ნიოკი კარაქის, შალფეის და პარმეზანის სოუსით
დიდი ხანია ჩვენი ერთ-ერთი ფავორიტის, იტალიური სამზარეულოს კერძბი არ მოგვიმზადებია, ჰოდა დღეს გავაკეთებთ უგემრიელეს ნიოკის.
ნიოკის ერთ-ერთი რეცეპტი ჩვენ უკვე გამოვიყენეთ და მათი მომზადებაც ვისწავლეთ აქ.
ამის გარდა, დაგვჭრდება:
ცოცხალი შალფეის პატარა კონა ან ხმელი შალფეი, ნახევარი ჩაის კოვზი
1 კბილი ნიორი
1 ლიმნის წვენი და ცედრა
მარილი
შავი წიწაკა
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
150 გ გახეხილი პარმეზანი
მოვხარშოთ ნიოკი, შემდეგ ტაფაზე გავახუროთ ზეთი, დავუმატოთ კარაქი და გადავიტანოთ ამ ტაფაზე ჩვენი ნიოკი. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ლიმნის წვენი და ცედრა, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და კარგად მოვურიოთ. დავამატოთ შალფეი და კიდე კარგად მოვურიოთ. მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი, გამოვრთოთ ქურა და კიდე ერთხელ კარგად მოვურიოთ.
ჩვენი კერძი მზადაა.
გემრიელად მიირთვით!
P.S. ნიოკის ნაცვლად შეგიძილათ იგივე წესით ჩვეულებრივი პასტა მოამზადოთ, მაგრამ თუ არ დაიზარებთ, თავად მიხვდებით განსხვავებას.