პომიდორის ტარტი
ხრატუნა და გემრიელი ღვეზელი მათთვის, ვისაც იტალიური გემოები მოსწონს.
დაგვჭირდება:
500 გ მზა ფენოვანი ან ტარტის ცომი (Pate Brisee), ან შეგვიძლია თავად მოვამზადოთ ცომი ისევე, როგორც მას კიშისთვის ვამზადებთ
250 გ რიკოტა ან კრემჩიზი
1-2 კბილი ნიორი
3 ს.კ. მაღალციმიანი ნაღები
500 გ პომიორი (ჩერი ან ნებისმიერი სვა, სეზონის მიხედვით)
150 გ მყარი ყველი (იდეალური იქნება პარმეზანი)
1ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი
წიწაკების მიქსი
ოდნავ- ბეგქონდარა
რიკოტას შევურიოთ ნაღები, დაჭყლეტილი ნიორი და ყველი. პომიდორი გავჭრათ შუაზე (ან მეტად, თუ მოზრდილია).
ხომი გავაბრტყელოთ, ტარტის ფორმას მოვუსვათ ცოტა ზეითუნისზეთი და დავადოთ ზევიდან გაბრტყელებული ცომი. ამოვიყვანოთ გვერდებზეც. ცომი დავჩხვლიტოთ ჩანგლით. ზევიდან გადავუსვათ რიკოტას მასა, შემდეგ კი ზევიდან დავალაგოთ პომიდორი. მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და ბეგქნდარა.
ტარტი გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი.
გემრიელად მიირთვით!