ქათმის რულეტი
ქათმის რულეტი- ყოველთვის მომგებიანი ვარიანტია. ის სწრაად მზადდება, ლამაზადგამოიყურება და ეს კერძი ერთნაირად უყვართ ბავშვებსაც და უფროსებსაც.
დაგვჭირდება:
4 მოზრდილი ქათმის ფილე
150 გ რომელიმე მყარი ყველი
100 გ ბეკონი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
მარილი
წიწაკების მიქსი
ქათმის ფილე კარგად გავრეცხოთ, დავბეგვოთ. მოვაყაროთ მარილი და წიწაკების მიქსი.
ბეკონი დავჭრათ და მოვბრაწოთ. მყარი ყველი გავხეხოთ.
ქათმის ფილეზე დავდოთ ყველი, შემდეგ ბეკონი და გადავახვიოთ. დავამაგროთ ის ჩხირებით, ან სპეციალური კულინარიული ძაფით.
გავახუროთ ტაფა, დავასათ ზეთი, დავდოთ კარაქი და შევწვათ ჩვენი რულეტები ყველა მხრიდან.
გამაზდებული რულეტები გადმოვდოთ თეფშზე და დავჭრათ დაახლოებით 1-2 სმ სისქის ნაჭრებად.
გემრიელად მიირთვით!