ვაშლის ნამცხვარი ნიგვზით და დარიჩინით
ვაშლის ნამცხვრის უამრავი რეცეპტი არსებობს. დღეს მოვამზადებთ ძალიან მარტივ და ძალიან გემრიელ ვაშლის ნამცხვარს დარიჩინით და ნიგვზით.
დაგვჭრდება:
2 ჭიქა ფქვილი
200 გ კარაქი
1 კვერცხი
2 ს.კ. შაქარი
1 ს.კ. ძმარი
მწიკვი მარილი
შიგთავსისთვის:
1 კგ ვაშლი
100 გ შაქარი
1 ს.კ. დარიჩინი
ნახევარი ლიმნის წვენი
1 ს.კ. სახამებელი
პატარა ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი, ძმარი და 100 მლ წყალი. დავუმატოთ შაქარი და მარილი.
მოზრდილ ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, ჩავჭრათ კარაქი, დავფშვნათ ხელით და დავუმატოთ კვერცხის მასა. მოვზილოთ ცომი. გავყოთ ცომი ორ ნაწილად და შევინახოთ მაცივარში დაახლოებით 40 წუთით.
ვაშლი გავთალოთ და დავჭრათ თხლად. მოვასხათ ვაშლს ლიმნის წვენი. ნიგოზი მსხვილად დავჭრათ და ოდნავ მოვხალოთ. ნიგოზი, ვაშლი, დარიჩინი, სახამებელი და შაქარი ერთად ავურიოთ.
ცომი გავაბრტყელოთ. ერთი ნახევარი ჩავაფინოთ საცხობ ფორმაში, ზევიდან მოვათავსოთ შიგთავსი, შემდეგ კი გადავაფაროთ ზევიდან ცომის მოერე ფენა. შუაგულში ჩავჭრათ ჯვარედინათ. ან ცომის მეორე ნაწილი გავაბრტყელოთ, დავჭრათ ლენტებად და დავალაგოთ ეს ლენტები ჯვარედინათ ჩვენს ნამცხვარზე.
გამოვაცხოთ ნამცხვარი 180 გარდუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30-40 წუთი.
გემრიელად მიირთვით!