ღუმელში გამომცხვარი ღორის კანჭი ჯინჯერით და ნივრით
ღორის ხორცის მომზადების კიდევ ერთი ძალიან გემრიელი ვერსია.
დაგვჭირდება:
2-2,5 კგ ღორის ხორცის ნაჭერი (კანჭი)
6-7 კბილი ნიორი
ერთი ნაჭერი ჯინჯერის ფესვი
1 ლიმონი
1 ლაიმი
სურნელოვანი წიწაკის მუხუდო
ცხარე წიწაკა
შავი წიწაკა
მარილი
ხორცი გავრეცხოთ, გავასუფთავოთ და მოვაჭრათ ზედმეტი ცხიმი. შეგვიძლია დავტოვოთ მხოლოდ თხელი ფენა ერთ გვერდზე, რომელსაც ღუმელში ზევიდან მოვაქცევთ.
ჯინჯერი წვრილად დავჭრათ ან გავხეხოთ, ლიმონს ა ლაიმს მოვაცალოთ ცედრა, გამოვწუროთ წვენი. ცედრა შევურიოთ ჯინჯერს. ასევე შევურიოთ წვრილად დაჭრილინიორი, სურნელოვანი და ცხარე წიწაკა.
ხორცი ჩავჭრათ ბასრი დანით რამოდენიმე ედგილას და გამოვტენოთ ეს ადგილები მიღებული ნაზავით. ნახევარი მასა გადავდოთ ზევიდან გადასამელად.
შევდოთ ჩვენი კანჭი 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში(ცხიმიანი ნაწილით ზევით) და გამოვაცხოთ დაახლოებით 20-25 წუთი. შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს 170-180 გრადუსმადე, გადავუსვათ ჩვენ ხორცს დარჩენილი ჯინჯერის მასა, გადავაფაროთ ფოლგა და გავაგრძელოთ მისი გამოცხობა კიდე 2, 5-3საათი.
ამის შემდეგ, მოვხსნათ ფოლგა და გავჩეროთღუმელშ კიდე 15-20 წუთი, შემდეგ გამოვიღოთ, ისევ გადავაფაროთ ფოლგა და ასე გავჩეროთ 15-20წუთი.ამის შემდეგ შეგვიძლია დავჭრათ ჩვენი კანჭი. ერთნაირად გემრიელია ცხელ და ცივ მდგომარეობაში.
გემრიელად მიირთვით!