top of page

ქათმის ტერიაკი


ტერიაკი-ტრადიციული იაპონური შეწვის მეთოდია, რომლის დროსაც იაპონურ სამზარეულოში ფართოდ გავრცელებული სოიოს სოუსი გამოიყენება. ხორცი და ბოსტნეული იწვება შაქრის კარამელიზაციამდე და ეს კერძს პრიალა ელფერს შესძენს.

დღეს მოვამზადებთ ქათმის ტერიაკის, რომელსაც განსაკუთრებით ბრინჯის გარნირი ეხამება.

დაგვჭირება:

4 ქათმის ფილე

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

20 გ კარაქი

ტერიაკის სოუსისთვის:

100 მლ საკე (ბრინჯის არაყი)

100 მლ მირინი (იაპონური ტკბილი ბრინჯის ღვინო), თუ ვერ იშოვით, უბრალოდ შაქრის სიროპით შეცვალეთ

100 მლ სოიოს სოუსი

1 ს.კ. ყავისფერი შაქარი

სოუსის ყველა ინგრედიენტი ერთად ავურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე საშუალო ცეცხლზე. ვურიოთ, სანამ შაქარი არ გადნება და მასა არ განახევრდება. სოუსი უნდა გასქელდეს.

სოუსი კარგად ინახება მაცივარში რამდენიმე დღე.

თუ ფილეს ნაჭრები სქელია, ოდნავ დავბეგვოთ. ჩავჭრათ ბასრი დანით რამდნეიმე ადგილას, კარგად რომ შეიბრაწოს.

ტაფა გავახუროთ, მოვასხათ ზეთი, დავუმატოთ კარაქი და დავდოთ ტაფაზე ქათმის ნაჭრები კანით ქვევით. კარგად რომ გაოქროსფერდება, ამოვაბრუნოთ. ქათამის უნდა შევწვათ შედარებით მაღალ ცეცხლზე,რომ არგამოშრეს და ამავე დროს, შეიბრაწოს.

ქმოვიღოთ სემწვარი ქათმის ფილე და გადავდოთ, ტაფიდან გადავასხათ თითქმის მთელი ცხიმი, დავუმატოთ ტერიაკის სოუსი და ავადუღოთ. როცა სოუსი დაიწყებს მშვიდ დუღილს, ჩავალაგოთ ქათმის ნაჭრები ტაფაში და მოვამზადოთ ასე რამოდენიმე წუთი, თან პერიოდულად ვაბრუნოთ.

გამზადებული ქათამი ტერიაკი დავჭრათ ნაჭრებად და მივულაგოთ ბრინჯის გარნირს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page