შოკოლადის მუსი ფორთოხლით
დღევანდელი დესერტის მოსამზადებლად ვიყენებთ ჩემ ორ უსაყვარლეს პროდუქტს-ფორთოხალს და შოკოლადს. საოცარი შეხამებაა.
დაგვჭრდება:
200 გ შავი შოკოლადი
20 გ კარაქი
2 ს.კ შაქარი
4 კვერცხი
1 ფორთოხლის ცედრა
1 ს.კ. ფორთოხლის წვენი
2 ს.კ. ფორთოხლისლიქიორი
ვანილი
კარაქი, შაქარი და დანაწევრებული შოკოლადი ჩავდოთ ჯამში, დავუმატოთ 3-4 ს.კ. წყალი და შემოვდგათ ორთქლზე. შოკოლადი რომ გადნება და მასა ერთგვაროვანი გახდება, გადმოვდგათ, ოდნავ შევაგრილოთ და დავუმატოთ ლიქიორი, ფორთოხლის ცედრა და წვენი. კარგად მოვურიოთ. შემდეგ შევათქვიფოთ კვერცხის გულები.
ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და შევურიოთ ფრთხილად შოკოლადის მასას.
გავანაწილოთ მუსი ფორმებში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით. მირთმევის წინ მოვრთოთ ფორთოხლის ცედრით. ასევე, მოუხდება ათქვეფილი ნაღები.
გემრიელად მიირთვით!