top of page

პომიდორის წვნიანი პიტნით და ყველით


სანამ ცივი სუპების სეზონი დადგება, ჩვენ კიდე ერთი ცხელი, ძალიან გემრიელი ტომატის სუპი მოვამზადოთ. თუ თქვენ წინა ღამე ხალისიანად გაატარეთ და ალკოჰოლი ოდნავ მეტი მოგივიდათ, ეს სუპი, ყველაფერთან ერთად, განგკურნავთ კიდეც.

მაშ ასე, დაგვჭრდება:

1დიდი ქილა კანგაცლილი პომიდორი საკუთარ წვენში

3-4 კბილი ნიორი

2-3 ღერი ნიახური

50 გ პარმეზანი ან რომელიმე სხვა მყარი ყველი (შებოლილი სულგუნიც მოუხდება)

პატარა კონა პიტნა

მარილი

შავი წიწაკა

250-300 მლ ბულიონი ან წყალი

წვენი გადავწუროთ და შევინახოთ, ხოლო პომიდორს დავუმატოთ ნიორი, ნიახური, მარილი, წიწაკა და დავაბლენდეროთ. ამ მასას დავუმატოთ ბულიონი ან წყალი (მე წყალს ვუმატებ, თუმცა, თუ გაქვთ შემონახული ქათმის, ხორცის ან ბოსტნეულის ბულიონი, მოუხდება), გადანახული ტომატის წვენი და მივიყვანოთ ადუღებამდე. როგორც კი დუღულს დაიწყებს, დავუმატოთ გახეხილი ყველი , მოვურიოთ და გამოვრთოთ ქურა.

მირთმევის წინ, სუპს დავუმატოთ პიტნა. თუ ახალი პირნა ვერ იშოვეთ, გამოიყენეთ ხმელი, მაგრამ ამ შემთხვევაში, პიტნა დაამატეთ სუპს ყველთან ერთად.

წვნიანთან აუცილებლად მოამზადეთ ნივრიანი ორცხობილები.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page