top of page

ქათმის სალათი ავოკადოთი ა ლა ცეზარი


სალათი ცეზარი განსაკუთრებით პოპულარულია ჩვენთან და მისი მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს. ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ იგივე ტიპის სალათს, ძალიან საინტერესო და გემრიელი კომბინაციით.

დაფვჭირდება:

1 კონა სალათი აისბერგი

1 ავოკადო

2 ქათმის ფილე

100-150 გ პარმეზანი

4-5 ფირფიტა ბეკონი

2-3 მოხარშული კვერცხი

ნივრიანი ორცხობილები სუნელებით

1 ლიმნის წვენი

შნაური ნივრიანი მაიონეზი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

20 გ კარაქი

მარილი

შავი წიწაკა

მოვამზადოთ ორცხობილები, ავოკადო დავჭრათ და მოვასხათ ნახევარი ლიმნის წვენი, რომ არ გამუქდეს. ბეკონი შევწვათ, კვერცხი მოვხარშოთ და გავჭრათ შუაზე. ქათმის ფილეს მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და შევბრაწოთ ტაფაზე ზეთში და კარაქში ორივე მხრიდან.

მოვამზადოთ მაინეზი და დავუმატოთ მას ნახევარი ლიმნის წვენი და შავი წიწაკა.

სალათის ფოთლები დავანაწევროთ, დავუმატოთ ავოკადო, დაჭრილი შებრაწული ქათამი და კვერცხი. მოვასხათ დრსინგი. შემდეგ დავუმატოთ ბეკონი, ორცხობილები და მოვაყაროთ პარმრზანი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page