შამპინიონი ნივრით ნაღების სოუსში
ძალიან გემრიელი რეცეპტი. ამგვარად მომზადებული სოკო შეგიძლიათ დამოუკიდებელ კერძადაც მიირთვათ და, ასევე, გამოიყენოთ, როგორც გარნირი ხორცის, ქათმის, პასტას ან ბოსტნეულისთვის.
დაგვჭირდება:
500 გ შამპინიონი
2 თავი ხახვი
3-4 კბილი ნიორი
20 გ კარაქი
100 მლ თეთრი მშარალი ღვინო
300 მლ ნაღები (ან მაღალცხიმიანი არაჟანი)
პატარა კონა ოხრახუში
შავი წიწაკა
მარილი
ხახვი დავჭრათ წვრილად და მვთუშოთ კარაქში. დავუმატოთ მსხვილად დაჭრილი სოკო (თუ პატარა ზომისაა, მთელ-მთელები) და ვთუშოთ მაღალ ცეცხლზე კიდე რამოდენიმე წუთი.შემდეგ დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, ოდნავ მოვხრაკოთ და ჩავასხათ ღვინო. თითქმის სულ რომ აორთქლდება, დავუმატოთ ნაღები, მარილი, წიწაკა და ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე რამოდენიმე წუთი. სოუსი უნდა შესქელდეს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნახევარი ულუფა ნაღები და ნახევარი არაჟანი. ნაღები უფრო ნაზ გემოს მისცემს კერძს, ხოლო არაჟანი -ოდნავ სემჟავეს, რაც სოკოს ძალიან უხდება.
ქურას რომ გამორთავთ, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!