top of page

ისპანახით ფარშირებული ქათმის ფილე


დღევანდელი ვახშმისთვის ეს საინტერესო და ძალიან გემრიელი კერძი შევარჩიეთ.

დაგვჭირდება:

4 ნაჭერი ქათმის ფილე

1 კონა ისპანახი (დაახლოებით 500 გ)

1 თავი ხახვი

3-4 კბილი ნიორი

100 გ გახეხილი პარმეზანი (ან სხვა მყარი ყველი, თქვენი გემოვნებით)

3-4 პომიდორის ჩირი (შევიძინოთ მზა, ან მოვამზადოთ თავად)

4 ნაჭერი პროშუტო, ბეკონი ან ნებისმიერი სხვა ლორი თქვენი გემოვნებით

1ლიმნის წვენი

პატარა კონა ბაზილიკი

მარილი

შავი წიწაკა

ცხარე წიწაკა ჩილი-გემოვნებით

2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი

20 გ კარაქი

ისპანახი მოვხარშოთ, გავწუროთ და დავჭრათ წვრილად. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ. დავუმატოთ ისპანახს ხახვი, დაკეპილი პომიდორი, ნიორი, ცხარე წიწაკა, ბაზილიკი და პარმეზანი.

ქათმის ფილე გავშალოთ დაფაზე, ჩავჭრათ ისე, რომ ჯიბე გამოვიდეს. წავუსვათ ხორცს მარილი და შავი წიწაკა. ქათმის ჯებეში ჩავდოთ ლორი და გამოვტენოთ ისპანახის შიგთავსით. დავამაგროთ ხის ჩხირებით, გადავუსვათ ზევიდან ლიმნის წვენი და ყველა მხრიდან მოვბრაწოთ 1-2 წუთის განმავლობაში ტაფაზე, საშუალოზე მაღალ ცეცხლზე.

ამის შემდეგ, გადავაფაროთ ფოლგა და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page