top of page

პასტა კრევეტებით ნივრის და ტომატის ცხარე სოუსში


რომც არ გიყვარდეთ ზღვის პროდუქტი, კრევეტები ერთხელ მაინც უნდა გასინჯოთ. საოცრად გემრიელი რამეა, უმარტივესად მზადდება და ბევრ რამეს ეხამება. ჩვენც დღეს ლანჩისთვის პასტას მოვამზადებთ .

დაგვჭირდება:

500 გ სპაგეტი, ან ნებისმიერი სხვა პასტა

500-600 გ სამეფო კრევეტები

4-5 კბილი ნიორი

4-5 პომიდორი ჩერი

1 წითელი მწარე წიწაკა

პატარა კონა ოხრახუში

1 ლიმნის წვენი

1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

20 გ კარაქი

პარმეზანი-გემოვნებით

100 მლ თეთრი მშრალი ღვინო

მარილი

შავი წიწაკა

გასუფთავებული კრევეტები შევწვათ ზეთში და კარაქში, დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, ლიმნის წვენი, ორად გაჭრილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი წხარე წიწაკა, ერთხელ ამოვურიოთ და ჩავასხათ ღვინო. როცა ალკოჰოლი ამოშრება, გამოვრთოთ ქურა.

პარალელურად, მოვხარშოთ სპაგეტი ალ დენტე. გადავწუროთ პასტა, მოვასხათ ცოტა ზეითუნის ზეთი მოვურიოთ და გადავიტანოთ კრევეტებიან ტაფაში. ერთხელ კარგად ამოვურიოთ, მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი და წვრილა დაჭრილი ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page