ლიმნის დესერტი ნაღების კრემ-ჩიზით
ამ შესანიშნავი დესერტის მოსამზადებლად დაგვჭირდება:
100 გ ნიგოზი
100 გ ფხვიერი ორცხობილა
4 ს.კ. დარბილებული კარაქი
230 გ კრემჩიზი
200 გ შაქრის პუდრა
230 გ მაღალცხიმიანი ნაღები
ლიმონის კრემისთვის:
4 კვერცხი
200 გ შაქარი
4 ლიმონი
50 გ კარაქი
ვანილი
მოვამზადოთ ლიმნის კრემი:
კარგად გარეცხილ ლიმონს გავაცალოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი. დავუმატოთ ცედრას და წვენს შაქარი და კარგად მოვურიოთ.
კვერცხი ავთქვიფოთ და დავუმატოთ ლიმნის მასას. კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ გადავწუროთ თხელ საცერში , დავუმატოთ კარაქი, ვანილი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ვხარშოთ მანამ, სანამ არ გასქელდება. გამუდმებით ვურიოთ.
გავაგრილოთ კრემი და შევდოთ მაცივარში.
ამასობაში, ორცხობილა, ნიგოზი და კარაქი დავაბლებდეროთ ერთად და გავანაწილოთ 1-2 ჩ.კ. მასა ფორმებში.
მიქსერით ავთქვიფოთ კრემჩიზი, ცივი ნაღები და ნელ-ნელა მივუმატოთ შაქრის პუდრა. შევავსოთ ჩვენი ფორმები ამ მასით ნახევრამნდე და შევავსოთ ჩვენი ფორმები ლიმნის კრემით. ზევიდან მოვრთთ ათქვეფილი ნაღებით და ლიმნის ცედრით.
გემრიელად მიირთვით!