შოკოლადის კრეპები ნუშით
რადგან ბლინების, ფანქეიქების და კრეპების კვირეულია, ჩვენც რამოდენიმე გემრიელ რეცეპტს დავამატებთ ჩვენს კრეპების კოლექციას. დღეს შოკოლადის დილა გვაქვს, კრეპებიც შოკოლადის გვაქვს და შიგთავსსაც შოკოლადით გავაკეთებთ.
დაგვჭირდება:
ლ. რძე 5 კვერცხი დანის წვერზე მარილი 250 გრ ფქვილი 20 გ გამდნარი კარაქი
2 ს.კ. კაკაო
50 გ დაჭრილი ნუში
შაქრის პუდრა
ავთქვიოთ კვერცხი და რძე, დავუმატოთ მარილი, ფქვილი, ჩავასხათ გამდნარი კარაქი, დავუმატოთ კაკაო. მასა გავატაროთ საცერში, იმისთვის, რომ ერთგვაროვანი გახდეს.
გახურებულ ტაფაზე მხოლოდ პირველ ჯერზე მოვასხათ ოდნავ ზეთი და დავაცხოთ ჩვენი შოკოლადის კრეპები.
გამზადებულ კრეპებს მოვასხათ ცხელი შოკოლადი, მოვაყაროთ ნუში და გადავახვიოთ . ზევიდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
Bon appétit!