მაკარუნები ლაიმით, ლიმნით და პიტნით
გემრიელი, ლამაზი და ძალიან საგაზაფხულო დესერტი, ფრანგი კონდიტერების საოცარი ქმნილება- მაკარუნი.
დაგვჭირდება:
230 გ შაქარი
110 გ ნუშის ფქვილი
2 კვერცხის ცილა
მწვანე და ყვითელი საკვები საღებავი
კრემისთვის:
10 ფოთოლი პიტნა
1 ლაიმი
1 ლიმონი
1 კვერცხი
130 გ შაქარი
კვერცხის ცილა და 1 ჩ.კ. შაქარი ავთქვიფოთ მაგრად, შემდეგ დავუმატოთ დანარჩენი შაქარი და ნუშის ფქვილი (დაბლენდერებული ნუში). გავყოთ მასა ორ ნაწილად და ერთს დავუმატოთ ყვითელი სღებავი, მეორეს კი მწვანე.
დავსვათ საცხობ ქაღალდზე ყვითელი და მწვანე მაკარუნები და დავტოვოთ 25 წუთით, ცოტა რომ შეშრენ. შემგედ გამოვაცხოთ 150 გრადუსამდე გახურებულ ღუმელშ დაახლოებით 10-15 წუთი. ღუმელი გამოვრთოთ და ოდნავ გამოვაღოთ კარი. რომ შეგრილდება, შემდეგ გამოვიღოთ მაკარუნები და გავაციოთ ბოლომდე.
ამასობაში, მოვამზადოთ კრემი: პიტნის ფოთლები დავაბლენდეროთ 1 ს.კ. შაქართან, ლაიმის წვენთან ერთად და დავტოვოთ ასე დაახლოებით 40 წუთი. შემდეგ გავატაროთ საცერში, დავუმატოთ დანარჩენი შაქარი, ლაიმის ცედრა და კვერცხი. დავდოთ დაბალ ცეცხლზე და სულ ვურიოთ. როცა კრემი გასქელდება, გადმოვდგათ და გავაგრილოთ. შევათქვიფოთ ლიმნის წვენი.
ავიღოთ ორი სხვადასხვა ფერის მაკარუნი და შუაში მოვათავსოთ კრემი.
გემრიელად მიირთვით!