top of page

ფანქეიქები ლიმნით და ყაყაჩოთი


  • დღეს გამოვაცხოთ სქელი ამერიკული ფანქეიქები, რომლებაც დავუმატებთ ლიმონს და ყაყაჩოს თესლს. ლიმნის გემო ძალიან კარგად ეხამება ყაყაჩოს თესლს, რომელიც ჩვენ ფანქეიქებს ხრატუნას გახდის.

დაგვჭირდება:

500 მლ მაწონი ან კეფირი

2 კვერცხი

ერთი ლიმნის წვენი და ცედრა

2 ს.კ. ყაყაჩოს თესლი

50გ გამდნარი კარაქი

300 გ ფქვილი

3 ს.კ. შაქარი

ვანილი

სოდა ძმრით

მწიკვი მარილი

ზეთი

კვერცხი გავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავუმატოთ მაწონი, ლინის ცედრა და წვენი, ყაყაჩო, ვანილი, სოდა ძმრით, მარილი და ფქვილი. კქარგად მოვურიოთ, ჩავასხათ გამდნარი კარაქი და კიდე მოვურიოთ.

ტაფა კარგად გავახუროთ საშუალო ცეცხლზე, მოვუსვათ ხელსახოცით ოდნავ ზეთი და დავაცხოთ ფანქეიქები. დავაფაროთ ტაფას თავსახური. რამოდენიმე წუთში,ამოვაბრუნოთ ჩვენი ფანქეიქები და ტაფას ისევ დავაფაროთ თავსახური.

გამზადებული ფანქეიქები ერთმანეთზე დავალაგოთ, ზევიდან დავადოთ ერთი ნაწერი ლიმონი და მოვასხათ თაფლი (თაფლის ნაცვლად, შეგიძლიათ მოასხათ შოკოლადი, მურაბა და სხვ.)

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page