top of page

კრეპები ლორით, ყველით და ჰოლანდიური სოუსით


დღევანდელი დილაც კრეპებით დავიწყოთ.

დაგვჭირდება:

1ლ. რძე 5 კვერცხი დანის წვერზე მარილი 250 გრ ფქვილი 2 ს.კ. ზეთი

200 გრ თხლადდაჭრილი გაუდა

200 გ თხლად დაჭრილი ლორი

რამოდენიმე ღერი ოხრახუში

ჰოლანდიური სოუსისთვის:

50 გრ კარაქი

1 კვერცხის გული

1 ჩ.კ. ლიმნის წვენი

ერთად ავთქვიოთ კვერცხი და რძე, დავუმატოთ მარილი, ფქვილი, ზეთი. გახურებულ ტაფაზე მოვასხათ ოდნავ ზეთი და გამოვაცხოთ პირველი ბლინი. დანარჩენი ბლინების გამოსაცხობათ ტაფაზე ზეთის მოსხმა აღარ არის საჭირო. გამომცხვარ კრეპებზე დავდოთ თითო ნაჭერი ლორი და ყველი და გადავახვიოთ.

მოვამზადოთ სოუსი- ჰოლანდეზი. ამისთვის კარგად ავთქვიფოთ კვერცხის გული და ლიმნის წვენი, შემოვდგათ ორთქლზე და ნელ-ნელა ჩავასხათ გამდნარი კარაქი, თან ვთქვიფოთ. როგორც კი მასა კრემისებრი გახდება, სოუსი მზადაა.

მოვასხათ გამზადებულ კრეპებს ჰოლანდიური სოუსი და მოავაყაროთ თხლად დაჭრილი ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page