კრეპ-სიუზეტ
საღამოსთვის ნამდვილი ფრანგული შედევრი შემოვინახეთ. მოვამზადოთ ფრანგული კრეპები უგემრიელესი ფორთოხლის სოუსით.
დაგვჭირდება:
500 მლ რძე
3 კვერცხი
1 ს.კ. შაქარი
ვანილი
250 გ ფქვილი
100 გ კარაქი
მწიკვი მარილი
სოუსისთვის:
5 ფორთოხალი
1 ლიმონი
100 მლ კუანტრო, კონიაკი ან ფორთოხლის ლიქიორი
70 გ შაქარი
100 გ კარაქი
რძე და კვერცხი ავთქვიფთ, დავუმატოთ შაქარი, ვანილი, მარილი და ფქვილი. კარგად ავთქვიფოთ და დავუმატოთ გამდნარი კარაქი. დავასვენოთ ცომი ერთი 20 წუთი და დავაცხოთ რაც შეიძლება თხელი კრეპები. ტაფა უნდა იყოს კარგად გახურებული, პირველ ჯერზე მოვასხათ 1 ს.კ. ზეთი და გავანაწილოთ, შემდეგ ზეთის დამატება აღარ არის საჭირო.
ფორთოხალს და ლიმონს მოვაცალოთ ცედრა. ჩავდოთ ცედრა ცივ წყალში. გავაჩროთ დაახლოებით ნახევარი საათი და შემდეგ გადავწუროთ და შევაშროთ ქაღალდის ხელსახოცზე.
გამოვწუროთ ფორთოხლის წვენი, ჩავასხათ წვენი ტაფაში, დავუმატოთ შაქარი და დავდოთ საშუალო ცეცხლზე. როცა ადუღდება და ოდნავ გასქელდება, დავუმატოთ კარაქი. ვურიოთ და კარაქი რომ გადნება, დავუმატოთ კუანტრო. შემდეგ დავუმატოთ ცედრა. 1-2 წუთი ვადუღოთ და ჩავდოთ სოუსში ოთხად მოკეცილი კრაპები. შევათბოთ კრეპები ფორთოხლის სოუსში, შემდეგ გადმოვიტანოთ თეფშზე და ზევიდანაც მოვასხათ ეს სოუსი.
შეგიძლიათ იქვე მიუდოთ ვანილის ნაყინის რგოლი.
გემრიელად მიირთვით!