top of page

ქათამი მდოგვის და ნაღების სოუსში


დაგვჭირდება:

500 გ ქათმის ფილე

3 კბილი ნიორი

500 მლ მაღალცხიმიანი ნაღები

1 თვი ხახვი

1 ლიმნის ცედრა

1 ს.კ. დიჟონის მდოგვი

0.5 ჩ.კ. ხმელი ქინძი

0,5 ჩ.კ. უცხო სუნელი

0,5 ჩ.კ. ზაფრანა

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

50 გ კარაქი

მარილი

წიწაკების მიქსი

ტარხუნა ან ბეგქონდარა-თქვენი გემოვნებით

ქათმის მკერდი გავჭრათ შუაზე, დავუტოვოთ კანი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკების მიქსი და შევწვათ გახურებულ ტაფაზე ორივე მხრიდან. ტაფას ჯერ ზეთი მოვასხათ, შემდეგ 20 გ კარაქი დავდოთ.

ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვთუშოთ დარჩენილ კარაქში. მოვასხათ ნაღები და მივიყვანოთ ადუღებამდე. როგორც კი დუღილს დაიწყებს, წვრილად დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი და გამოვთოთ ქურა. დავუმატოთ სოუსს მდოგვი, სუნელები, მმარილი, ლიმნის ცედრა და კარგად მოვურიოთ.

მოვასხათ სოუსი შემწვარ ქათმის ხორცს და სურვილისამებრ, მოვაყაროთ ოდნავ წვრილად დაჭრილი ტარხუნა ან ქორფა ბეგქონდარა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page