კრეპები შოკოლადით და ბანანით
დღეს გამოვაცხობთ ბავშვების უსაყვარლეს კრეპებს ბანანით და ნუტელათი.
დაგვჭირდება:
1ლ. რძე 5 კვერცხი დანის წვერზე მარილი 250 გრ ფქვილი 20 გ გამდნარი კარაქი
3 ბანანი
ნუტელა
ავთქვიოთ კვერცხი და რძე, დავუმატოთ მარილი, ფქვილი, ჩავასხათ გამდნარი კარაქი. გამოვაცხოთ კტეპები ჩვეულებრივი წესით: გახურებულ ტაფაზე მხოლოდ პირველ ჯერზე მოვასხათ ოდნავ ზეთი.
გამზადებულ კრეპებს წავუსვათ ნუტელა, ზევიდან დავალაგოთ დაჭრილი ბანანი და გადავკეცოთ შუაზე . ზევიდან მოვასხათ კიდე ცოტა ნუტელა.
გემრიელად მიირთვით!