top of page

კრეპები გამოყვანილი ორაგულით


ყველიერს ისე ვერ დავასრულებთ, ეს რეცეპტი რომ არ შემოგთავაზოთ. საოცრად გემრიელი და ნაზი ბლინები გამოყვანილი ორაგულით და კრემჩიზის შიგთავსით.

დაგვჭრდება:

2 ჭ. რძე

1 კვერცხი

2 ს.კ. ზეთი

2 ს.კ. შაქარი

მწიკვი მარილი

დაახლოებით 250 გ ფქვილი

პატარა კონა კამა

შიგთავსისთვის:

300 გ გამოყვანილი ორაგული

150 გ კრემჩიზი (ფილადელფია ან რომელიმე სხვა)

შაქარი, კვერცხი, მარილი ავთქვიფოთ, დავუმატოთ რძე და ფქვილი. კარგად მოვურიოთ და დავუმატოთ ზეთი და წვრილად დაჭრილი კამა.

ცომი დავასვენოთ ერთი 20 წუთი დავაცხოთ კრეპები ჩულბრივი წესით.

ორაგილი დავჭრათ თხლად. კრეპებს წავუსვათ კრემჩიზი, სემდეგდავალაგოთ თევზი და გადავახვიოთ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page