კრეპები კენკრით და კრემჩიზით
და ბოლოს, ვასრულებთ კრეპების, ბლინების და მაჭკატების კვირეულს ამ არაჩვეულებრივი, ლამაზი და უგემრიელესი კრეებით.
დაგვჭირდება:
2-3 კვერცხი
500 მლ რძე
1 ჭიქა ფქვილი
50 გ დამდნარი კარაქი
300 გ ცოცხალი ან გაყინული კენკრა
2 ს.კ. ლიმნის წვენი
დანის წვერზე დარიჩინი
150 გ შაქარი
100 გ შაქრის პუდრა
ვანილი
120 გ კრმჩიზი
100 მლ მაღალცხიმიანი ნაღები
მოვამზადოთ კრეპები ჩვეულებრივი წესით.
კერნკრას 2/3 მოვაყაროთ შაქარი, დარიჩინი, ლიმნის წვენი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. რომ წამოდუღდება, ვხარშოთ კიდე 5-7 წუთი დაგადავდგათ.
კრმჩიზი ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად ა შევურიოთ ათქვეფილ ნაღებს.
კრეპს გადავუსვათ კრემჩიზი, შემდეგ ხილის სოუსი და გადავკეცოთ ოთხად. ზევიდან მოვასხათ სილის სოუსი, მოვაყაროთ ცოცხალი ხილი და კოვზით დავადოთ ერთი პატარა გუნდა კრემჩიზი .
გემრიელად მიირთვით!